|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 ივლისს მსოფლიო კოცნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

 6 ივლისს კოცნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო აღნიშნავს. ეს დღესასწაული პირველად დიდ ბრიტანეთში აღინიშნა. მეცხრამეტე საუკუნეში   „ნისლიანი ალბიონის“ სანაპიროებზე ჩათვალეს, რომ კოცნა ისეთი რამ არის, რომელიც ყოველწლიურად აღნიშვნას იმსახურებს, როგორც სიყვარულის ერთ–ერთი გამოხატულება. 6 ივლისი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება. ტარდება ორიგინალური ტურნირები და შეჯიბრებები. ამ დღეს საზოგადოება ცდილობს მაქსიმალურად მოსწყდეს ყოველდღიურობას.

 საინტერესოა კოცნის „გაჩენის“ ისტორია, მაგრამ მასზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ბევრი მცოდნე ადამიანი ირწმუნება, რომ პირველი კოცნის ავტორების ვინაობა არ არის ცნობილი. ისტორიას კოცნის მრავალი ცნობილი ფაქტი შემორჩა. მათ შორისაა, ამერიკელი ბოლფრამი, რომელმაც რვა საათის განმავლობაში 8001 ადამიანს აკოცა, ეს ფაქტი 1990 წლის 15 სექტემბერს დაფიქსირდა.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი