6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - ნათვამია კომპანიის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი