|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 რჩევა ელენე ხოშტარიასაგან - როგორ დავიცვათ ხმები

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ხმების დაცვის მექანიზმს აცნობს.  მისი თქმით, ხმების დაცვის უპირველესი მექაანიზმია საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი. 

ხოშტატიამ საგანგებო ბრიფინგზე 6 რჩევა გააჟღერა თუ რა უნდა იცოდეს უბანზე მისულმა ამომრჩეველმა, რომ გამყალბებლებმა ვეღარ შეძლიონ ოპოზიციური ამომრჩევლის ბიულეტენის გაბათილება,  ე.წ. კარუსელები და  სხვა მანიპულაციები.  

ხმების დაცვის 6 რჩევა ასეთია:

1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს თქვენივე გვარის გასწვრივ.

2. ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული - ცუდად მოხეული და დაზიანებული ბიულეტენი ბათილდება;

3. ბიულეტენს რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭდი 

4. ე.წ. მეტკა - არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე;

5. ბიულეტენზე მკაფიოდ უნდა იყოს შემოხაზული სასურველი კანდიდატი, იმისთვის რომ არ გახდეს სადაო (სხვა ნიშანი არ დაიტანოთ ბიულეტენზე);

6. კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენბს ჩადებთ. (გადმოყრილი ბიულეტენები ბათილდება)

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა