6 თვეში ქუთაისში 784 600 ლარის ქონება გაიყიდა
მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზებისთვის 3 500 000 ლარია გათვლილი. რაც წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით მეტია. ადგილობრივ თვითმმართველობას საპივატიზაციო ნუსხაში 500–მდე ობიექტი აქვს, თუმცა ამ დროისთვის ელექტრონულ აუქციონზე არცერთი ობიექტი არ არის გატანილი.
6 თვის მონაცემებით მერიის ბალანსზე არსებული მხოლოდ 784 600 ლარის ქონება გაიყიდა, 5 თვის მონაცემებით კი აღნიშნული თანხა 461 477 ლარს შეადგენდა. დარჩენილ ექვს თვეში მერიამ წლიური გეგმის შესასრულებლად 2 715 400 ლარის ღირებულების ქონება უნდა გაყიდოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
















