ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მუხნარის დასახლებაში წყლის მაგისტრალის სარებილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

13 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 25

ქუთაისში მუხნარის დასახლებაში წყლის მაგისტრალის სარებილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

აღნიშნული სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა.

ქუთაისში, მუხრანის დასახლებაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახორცილებს. კომპანიამ ქუთაისში, რიონჰესის ტერიტორიაზე სამუშაოები 2 თვის წინ ადგილობრიოვი ხელისუფლების თხოვნით დაიწყო. “ერთ-ერთ შეხვედრაზე მოსახლეობამ მწვავე პრობლემად წყლის ხარისხის და მიწოდების საკითხი დააყენა. მოძიებულ იქნა თანხები დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, რისთვისაც მადლობა მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ვუთხრა. წლების პრობლემა გადაჭრილია ერთ კვირაში მოსახლეობას სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება”, – განმარტა სამუშაოების დათვალიების დროს შოთა მურღულიამ.

თეგები: სარეაბილიტაციო სამუშაოებიქუთაისიწყლის სისტემა