ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რატომ შეჩერდა ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია და ვინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანია

15 აგვისტო, 2014 • თეკლე მორგოშია • 45

რატომ შეჩერდა ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია და ვინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანია

შპს “გეგემ” მერიას 3 ივლისიდან ამდრომდე ჯარიმის სახით დღეში 187 ლარს და 0.50 თეთრი უნდა გადაუხადოს.

ქუთაისში, რუსთაველისა და ე.წ. ბალახვნის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 3 ივლისს უნდა დასრულებილყო. თუმცა, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიტოვებულია. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპამია შპს “გეგი” ვადაგადაცილების გამო დაჯარიმებულია.
შპს “გეგიმ” მერიას 3 ივლისიდან ამდრომდე ჯარიმის სახით დღეში 187 ლარს და 0.50 თეთრი უნდა გადაუხადოს. რაც შეეხება, სამუშაოების მიტოვებას, ადგილობრივ თვითმმართვრლობაში განმარტავენ: “სამუშაოები მიტოვებული არ არის. უბრალოდ კომპანიას რამდანადაც ვიცით პრობლემა შეექმნა მასალების ჩამოტანაზე. თუმცა, ჩვენ ეს მიზეზი არ გვაინტერესებს ის ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯარიმა დაეკისრა”, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეცილისტი, გიორგი კვერნაძე. შპს “გეგიმ” ხიდების აღდგნაზე პასუხისმგებლობა ტენდერის გზით აიღო. რისთვისაც მას მერიიდან 187 500 ლარი ერგო. ხიდებზე სამუშაოები უშუალოდ 27 მაისიდან დაიწყო.

თეგები: რეაბილიტაცია ჯარიმაქუთაისიხიდი