ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქუთაისისთვის” თავმჯდომარემ თანამდებობაზე უარი განაცხადა

27 აგვისტო, 2014 • დეა მანაგაძე • 23

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქუთაისისთვის” თავმჯდომარემ თანამდებობაზე უარი განაცხადა

ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე “ლეიბორისტმა” სამსონ გუგავამ ჩაანაცვლა.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქუთაისისთვის” ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენელი დავით წიტაიშვილი “ლეიბორისტმა” სამსონ გუგავამ ჩაანაცვლა. წიტაიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე უარი პირადი განცხადების საფუძველზე თქვა. “ვინაიდან დავით წიტაიშვილი უნივერსიტეტის პროფესორია, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მას იმდენი დრო არ ექნება, რომ ფრაქციის თვმჯდომარის მოვალეობა შეასრულოს,” – განაცხადა სამსონ გუგავამ. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქუთაისისთვის” შემადგენლობაში სამი ოპოზიციური ძალის “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის”, “ლეიბორისტული პარტიის” და “საქართველოს პარტიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები შედიან.

თეგები: ახალი თავმჯდომარეფრაქციაქუთაისი