ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 424 406 ლარი იხარჯება

1 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 25

ქუთაისში მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 424 406 ლარი იხარჯება

ქუთაისში მიმდინარე წელს მისასვლელი გზა სულ 47 ქუჩაზე კეთდება.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ი.აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მშენებლობას, სამშენებლო კომპანია “ტობე ” ახორციელებს. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ქუჩა წლების მანძილზე ამოირტიზებული იყო. ქუთაისში მიმდინარე წელს მისასვლელი გზა სულ 47 ქუჩაზე კეთდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 424 406 ლარი იხარჯება.
“წელს 47 მისასვლელი გზა და 91 შიდა ეზო კეთდება. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ეზო მოეწყოს და სამუშაოებიც გაცილებით მაშტაბური იყოს, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმის დროს აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ საკითხებს”, – განმარტა შოთა მურღულიამ.

თეგები: ინფრასტრუქტურაქუთაისიშოთა მურღულია