ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში

1 სექტემბერი, 2014 • დეა მანაგაძე • 20

საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში

კახაბერ დალაქიშვილი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის სერვის ცენტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსად “რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ ნაკაშიძე დაინიშნა. აღნიშნული სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ დალაქიშვილმა კი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის სერვის ცენტის უფროსის პოსტზე გადაინაცვლა. დალაქიშვილმა წყალმომარაგების კომპანიიის იმერეთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ბექა ყანჩელი ჩაანაცვლა.

თეგები: ვლადიმერ ნაკაშიძესაკადრო ცვლილებაქუთაისი