ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქუთაისელი სპორტსმენები დააჯილდოვეს

4 სექტემბერი, 2014 • დეა მანაგაძე • 21

ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ქუთაისელი სპორტსმენები დააჯილდოვეს

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებში ქუთაისიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩინეთის მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქუთაისელი სპორტსმენები ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიღეს. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებში ქუთაისიდან სამი სპორტსმენი თავისუფალი სტილით მოჭიდავე მექი სიმონია, მძლეოსანი გოგა მაღლაკელიძე და მოკრივე გიორგი ხარაბაძე მონაწილეობდნენ. მექი სიმონიამ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ქუთაისელ სპორტსმენებს სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ გადასცათ. “საქართველოშ პირველი ვართ სხვა ქალაქებს შორის, ვინც სპორტზე ბიუჯეტის დიდ ნაწილს ხარჯავს. გვინდა, რომ ეს აქტივობა ჩვენი მხრიდან გავაღრმავოთ, რადგან სპორტსმენების წარმატება არა მხოლოდ მათი პირადი წარმატებაა, არამედ ესაა ქალაქის ისტორია და ზოგადად, ქვეყნის წარმატება,” – განაცხადა შოთა მურღულიამ. დაჯილდოების ცერემონიას იმერეთის ვიცე გუბერნატორი, დავით უშხვანი და ასევე, სპორტსმენების მწვრთნელებიც ესწრებოდნენ.

თეგები: დაჯილდოვებასპორტსმენებიქუთაისი