ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერაში ვედმედევას დირექტორის პოზიციაზე აღდგენას არ ადასტურებენ

5 სექტემბერი, 2014 • ეკა კუხალაშვილი • 29

ქუთაისის ოპერაში ვედმედევას დირექტორის პოზიციაზე აღდგენას არ ადასტურებენ

„ამ ეტაპზე სასამართლოს მხრიდან სარჩელის დაკმაყოფილება არ ნიშნავს ვედმედევას პოზიციაზე ავტომატურ აღდგენას.“

ხატია ვედმედევას ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას არ ადასტურებენ ოპერის თეატრში. „ამ ეტაპზე სასამართლოს მხრიდან სარჩელის დაკმაყოფილება არ ნიშნავს ვედმედევას პოზიციაზე ავტომატურ აღდგენას. სასამართლომ კულტურის სამინისტროდან და ფინანსური პოლიციიდან მეტი დოკუმენტაცია მოითხოვა. ჩვენი იურისტის ინფორმაციით მოსამართლეს არ უთქვამს, რომ ყოფილი დირექტორი აღადგინეს პოზიციაზე“, – აღნიშნავენ ოპერაში.

შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხატია ვედმედევას სარჩელი დააკმაყოფილა და მისი გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო.

თეგები: ოპერაქუთაისიხატია ვედმედევა