ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულებულია

7 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 32

ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელის კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულებულია

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა განხორციელდება 2014-2017 წწ, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად, ქუთაისში ნიკეაზე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ” შპს” საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილიც. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. ნაგავსაყრელის ტერიტორიის შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა კი განხორციელდება 2014-2017 წწ, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.

თეგები: ნაგავსაყრელინიკეაქუთაისი