ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოხდება. სკოლის დირექტორები საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს. არჩევნებამდე კი, განათლების სამინისტრომ 5 სექტემბერს თითოეულ სკოლას მათ მიერ შერჩეული დირექტორების კანდიდატების სია წარუდგინა. დირექტორობის მსურველებს საშუალება ქონდათ თავიანთი პრეზენტაცია განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისთვის წარედგინათ. პრეზენტაცია განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს დირექტორობის კანდიდატებმა 1, 2 და 3 სექტემბერს ქუთაისში ჟვანიას სახელობის სკოლაში წარუდგინეს. “დირექტორობის მსურველებს უნდა წარმოედგინათ იმ სკოლის განვითარების ხედვა რომელ სკოლაშიც სურდათ დირექტორობა”, – აღნიშნა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ.
ქუთაისის საჯარო სკოლებში დირექტორებს 11 სექტემბერს აირჩევენ
8 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 19
არჩევნებამდე კი, განათლების სამინისტრომ 5 სექტემბერს თითოეულ სკოლას მათ მიერ შერჩეული კანდიდატურების სია წარუდგინა.
თეგები: დირექტორები • სააჯარო სკოლა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები