ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბურჯანაძის მხარდამჭერების გადაყვანის დავალება მძღოლებმა მთავრობისგან მიიღეს? [Video]

22 ოქტომბერი, 2013 • დეა მანაგაძე,თეკლა მორგოშია • 23

ქუთაისში ბურჯანაძის მხარდამჭერების გადაყვანის დავალება მძღოლებმა მთავრობისგან მიიღეს? [Video]

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნინო ბურჯანაძესთან შესახვედრად პარტიის აქტივისტები სხვადასხვა უბნიდან საქალაქო ავტობუსებით მიიყვანეს.

ქუთაისის ცენტრში ნინო ბურჯანაძესთან შესახვედრად პარტიის აქტივისტები სხვადასხვა უბნიდან საქალაქო ავტობუსებით მიიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე newpress.ge-სთან საუბრობს ერთ–ერთი საავტობუსო ხაზის მძღოლი.

“დავალება მთავრობისგან მივიღეთ” – აცხადებს #1 საქალაქო საავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ბურჯანაძესთან შესახვედრად მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათ შორის, ქვედა სიმონეთიდან ბურჯანაძის მხარდამჭერთა ჩამოყვანა “ქართული ოცნების” მიკროავტობუსებით მოხდა. ნახეთ ფოტო ნინო ბურჯანაძის შეხვედრა მხარდამჭერებთან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 17 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება.

თეგები: არჩევნებივიდეო სიუჟეტინინო ბურჯანაძექუთაისი