ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განათლების მინისტრმა ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში დირექტორები დანიშნა

13 სექტემბერი, 2014 • თეკლე მორგოშია • 39

განათლების მინისტრმა ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში დირექტორები დანიშნა

ერთადერთი შემთხვევა ქუთაისის #26 საჯარო სკოლაა, სადაც განათლების სამინიტრომ არ დანიშნა სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატურა.

საქართველოს განათლების სამინიტრომ ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭომ სამინიტროს მიერ წარდგენილი დირექტორების კანდიდატები არ აირჩია, დირექტორები უკვე დანიშნა.

ქუთაისის #6 საჯარო სკოლა – დიმიტრი ქარსელაძე, #8 – თეა ჩხეტია, # 9 – ზვიად გორგოძე, #10 – დემურ გაგუა, #11 – უშანგი ფხაკაძე, # 31 – მამუკა გიორგაძე, #32 – ჯეირან კოღუაშვილი, # 33 – მარინა ისკაკოვა და # 35 – რუსუდან თავიდაშვილი – ეს სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული და სამინისტროს მიერ „მწვანეანთებული“ დირექტორები არიან. ერთადერთი შემთხვევა ქუთაისის #26 საჯარო სკოლაა, სადაც განათლების სამინიტრომ არ დანიშნა სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატურა. განათლების მინისტრმა აღნიშნულ სკოლაში დირექტორად ვარდო უგულავა დანიშნა. არჩევნები არ ჩატარებულა #2, #22 და #40-ე საჯარო სკოლაში. ამ უკანსასკნელში შარაშან დირექტორად, 6 წლის ვადით, გენადი მარგველაშვილი აირჩიეს.

დანარჩენ 25 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ სამინიტროს მიერ წარდგენილი კანდიდატურები აირჩია.

საჯარო სკოლის დირექტორების არჩევნები მიმდინარე წლი 11 სექტემბერს ჩატარდა.

თეგები: დირექტორებისაჯარო სკოლაქუთაისი