ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

15 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 30

ქუთაისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

“ჰონდას” მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაშავდა. დაშავებულები მკურნალობის კურსს კლინიკურ საავადმყოფოში გადიან.
შემთხვევა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც “ჰონდას” მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი პირებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო.
“ერთ-ერთი მათგანი კომაში იმყოფებოდა. სასწრაფოს სამი ბრიგადა მუშაობდა იმისათვის, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაეყვანათ. 18-19 წლის ბავშვები იყვნენ. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ,” – აცხადებს სასწრაფო დახმარების სამსახურის მენეჯერი მაია რუხაძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ipn.ge

თეგები: ავარიაგარდაცვალებაქუთაისი