აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ პირთა და დაჯგუფებების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არიან შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სიაში ასევე მოხვდა ჩეჩენი მებრძოლი მურად მარგოშვილი.
“მურად მარგოშვილი სირიაში მყოფი ცნობილი ჩეჩენი ლიდერია, რომელმაც სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ააშენა”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, შავ სიაში მოხვედრილი ადამიანები ტერორისტების ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.
ipn.ge
სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა ”შავი სია” გამოაქვეყნა
25 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 25
შავ სიაში მოხვედრილი ადამიანები ტერორისტების ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.
თეგები: აშშ • ტერორისტები • შავი სია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები