ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წლის ბოლოს ადგილობრივი პროდუქტი საგანგაშოდ ძვირი ეღირება

26 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 36

წლის ბოლოს ადგილობრივი პროდუქტი საგანგაშოდ ძვირი ეღირება

”თვიდან თვემდე ვალი მაქვს, მერე ხელფასით ვისტუმრებ, ისევ ახალ ვალს ვიღებ და ვცხოვრობ სტრესში”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე გაძვირების შეჩერება ვერ ხერხდება. სპეციალისტები, აგრარული სეზონის დასრულებასთან ერთად, ფასთა კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ. ხელისუფლებას, ჯერჯერობით ამ პროცესების დარეგულირების ბერკეტი არ გააჩნია. არადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 3,4%-ია, ხელისუფლებაში ხშირად იმეორებენ, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია არ შეინიშნება და შესაბამისი სტრუქტურები ამ პროცესს ”შესანიშნავად” მართავენ. ფაქტი კი სხვაზე მიუთითებს.

წელს, სექტემბერში პირველად, აგრარულ ბაზარში 1 კილოგრამი ბადრიჯანი 1 ლარი ღირს, მწვანე ლობიო -2 ლარი, კარტოფილი – 1 ლარი, პომიდორი – 1 ლარი, იმერული ყველი 9 ლარი და ა.შ. პროდუქტზე ფასი მუდმივად მზარდია და წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი.

როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკის მიხედვით, ინფლაციის დონის თუნდაც 3,4%-მდე მიღწევაში ”მთავარი წვლილი” სწორედ სურსათის გაძვირებას მიუძღვის. სხვა სახის პროდუქტზე – ტანსაცმელზე, ტექნიკასა თუ ავეჯზე – ფასი ან არ იცვლება, ან იაფდება. მოსახლეობას კი არსებობისთვის სურსათი სჭირდება.

პროდუქტის გაძვირების ერთ-ერთ მიეზად რუსეთის ბაზრის გახსნა განიხილება, თუმცა ამ პროცესზე არანაკლები გავლენა მოახდინა გვალვამ და ღვარცოფებმა. იხილეთ სრულად bpn.ge

თეგები: ეკონომიკაპროდუქტებიფასები