ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სამართალი

იმერეთის პოლიციის შეფი რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლში გადაიყვანეს

24 ივნისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 116

იმერეთის პოლიციის შეფი რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლში გადაიყვანეს

თათარაშვილი იმერეთში პოსტზე ერთი წლის წინ დაინიშნა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს  რამაზ თათარაშვილი აღარ იკავებს. ის შიდა ქართლში გადაიყვანეს. 
შსს-ს ცნობით, რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.
რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე გასული წლის ივნისში დაინიშნა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

თეგები: პოლიცია