ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა: ქუთაისელები მონარქიის აღდგენაზე – გაბატონება თუ გადარჩენის გზა?

16 ნოემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

newpress გამოკითხვა: ქუთაისელები მონარქიის აღდგენაზე – გაბატონება თუ გადარჩენის გზა?

newpress.ge -ის მიერ გამოკითხული 90 ადამიანიდან,80 ადამიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მონარქიული წყობილებაზე გადასვლის აუცილებლობა არ არის.

უნდა აღსდგეს თუ არა საქართველოში კონსტიტიციური მონარქია და უნდა ჰყავდეს თუ არა საქართველოს მეფე? – ამასთან დაკავშირებით, ქუთაისელების აზრი ორად იყოფა.
newpress.ge -ის მიერ გამოკითხული 90 ადამიანიდან, მხოლოდ 10 თვლის, რომ მონარქია უნდა აღსდგეს. დანარჩენი 80 ადამიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მონარქიული წყობილებაზე გადასვლის აუცილებლობა არ არის.
“მეფობა გადავარდნილია, რა არის მეფობაში კარგი”, – ასე აფასებენ ქუთაისში მონარქიის აღდგენას.


საქართვლოში მონარქიის აღდგენა განსაკუთრებით, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სამეფო გვარის, ბაგრატიონების შთამომავალი ორი წლის უფლისწული გიორგი სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა მონათლა.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტიმონარქიაქუთაისი