ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის თვითმმართველობა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მოსახლეობას აცნობს

20 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 22

ქუთაისის თვითმმართველობა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მოსახლეობას აცნობს

მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტი ბიუჯეტის პროექტში აისახება.

ქუთაისის მერიის წარმომადგენლები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მოსახლეობას აცნობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წევრები მოსახლეობას ხვდებიან და მათთან ერთად ბიუჯეტის პრიორიტეტებს განიხილავენ.
ამჯერად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკეასა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
გამოკითხვა ანკეტურად წარმოებს, სადაც მითითებულია განსახორცილებელი პროექტების ჩამონათვალი. მოსახლეობას საშუალება ეძლევა ამ ჩამონათვალიდან მათთვის უფრო მნიშვნელოვან ერთ საკითხზე შეაჩეროს არჩევანი. ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს ჰპირდებიან, რომ მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტი ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული.

მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 45 მილიონი ლარით განისაზღვრება.

თეგები: ქუთაისის ბიუჯეტიქუთაისის მერიაშოთა მურღულია