|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 565 კვ.მეტრი მიწა ძაღლების სასაფლაოსთვის

ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საკითხი, რომლის თანახმადაც ააიპი "სპეციალურ სერვისებს" საკუთრებაში 6565 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლების სასაფლაოს მოეწყობა იგეგმება. მერიის მიერ გამოტანილი გააპროტესტა საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ. მისი თქმით, ფართი დიდია და ალბათ, მერია ძაღლებისათვის მემორიალურ დაფების დადგმასაც გეგმავს.

ქათამაძის რეპლიკა ტრადიციულად უპასუხოდ არ დაუტოვებია ქალაქის მერს, რომელმაც აღნიშნა, რომ არა მხოლოდ მემორიალურ დაფებს ხსნიან, დარბაზებსაც აშენებენ ქელეხისთვის.

მურღულიას განცხადებით, ეს ღონისძიება აუცილებლობითაა განპირობებული, რადგან მკვდარი ცხოველების დამარხვა ნაგავსაყრელზე ხდებოდა, რაც კატეგორიულად იკრძალება.

საკითხი ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, წინააღმდეგი მხოლოდ ქათამაძე წავიდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც იმ დროისათვის სხდომას ესწრებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი