ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის განმარტება

1 ივლისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 175

რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის განმარტება

მინისტრის თქმით, ფორმების ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი  გივი მიქანაძე სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფასს უახლოეს დღეებში დაადგენენ.

მისივე თქმით, როგორც პიჯაკების, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოების ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს.

თეგები: განათლებასასკოლო ფორმა