ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეცნიერებმა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის ხერხს მიაგნეს

18 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 18

მეცნიერებმა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის ხერხს მიაგნეს

თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლა 15 წუთშია შესაძლებელი.

ნიუ-იორკში კლინიკა Island Eye Surgicenter-ის მკვლევარებმა, თვალის ფერის 15 წუთში სამუდამოდ შეცვლის უნიკალურ მეთოდიკას მიაგნეს.
ოპერაციის დროს თვალში სილიკონის იმპლანტანტს ათავსებენ, რომელიც თვალის ფერად გარსს ფერს უცვლის. ამ პროცედურის ხანგრძლივობა სულ რაღაც 15 წუთს შეადგენს და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება.
ხელოვნური იმპლანტანტები გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, კერძოდ ჰეტეროხრომიის – რომლის დროსაც ადამიანის თვალის ფერად გარსს განსხვავებული შეფერილობა აქვს.
სიახლის კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც შეიძლება – ახლა ყველა მსურველს შეეძლება ბუნებრივი თვალის ფერი შეიცვალოს. უფრო მეტიც, თუ პაციენტი ოპერაციის შემდეგ შედეგით უკმაყოფილო დარჩება, იმპლანტანტის ამოღება მარტივად შეიძლება.
წყარო:ambebi.ge

თეგები: ახალი მეცნიერული მეთოდითვალის ფერის სეცვლანიიუ–იორკისაზოგადოება