ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

25 ნოემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 23

ქუთაისის მერიაში კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

გასაუბრებას, პირველ რიგში, თვითმმართველობის თანამშრომლები გადიან.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსის მესამე ეტაპი- გასაუბრება დღეს დაიწყო. გასაუბრებას, პირველ რიგში, ატესტაციას დაქვემდებარებული მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები გადიან. 6 წევრისაგან შემდგარ კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ხელმძღვანელობს.

შესვენებაზე კომისიის თავმჯდომარემ”Newpress.ge”-ს განუცხადა: ” გასაუბრების ეტაპი დილიდან დაიწყო. გასაუბრებას აკვირდება არასამთავრობოების მიერ შერჩეული წარმომადგენელი. მიმდინაეობს ვიდეო გადაღებაც- კონკურსანტის სურვილიდან გამომდინარე. ჩვენ მზად ვართ გასაუბრება გავაგრძელოთ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც, თუ რა თქმა უნდა კონკურსანტს ექნება ამის სურვილი.” – აღნიშნა დავით დვალმა.

საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა კრავიშვილის თქმით, გასაუბრებაზე გასული კონკურსანტებიდან 13 საკრებულოს თანამშრომელია. ” საკრებულოდან გასაუბრება 13-მა თანამშრომელმა გაიარა. ამ დროისათვის მერიის თანამშრომლები გადიან გასაუბრებას. ჩემი ინფორმაციით, საკრებულოს თანამშრომლებს ვიდეოგადაღებასა და არასამთავრობოს წარმომადგენლის დასწრებაზე უარი არ უთქვამთ.”- უთხრა ჟურნალისტებს ეკა კრავიშვილმა.

გასაუბრების ეტაპი ხვალაც გაგრძელდება. კომისიის თავმჯდომარის, დავით დვალის თქმით, კონკურსის მესამე ეტაპი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება.

თეგები: დავით დვალიკონკურსი მერიაშიქუთაისის მერია