ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს

28 ივნისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 111

ქუთაისი რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს

ჩემპიონატში მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები მონაწილეობენ.

საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. 
წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიც.
„აია არენაზე” გამართულ შერკინებას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მატჩები 18 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფოტო: არქივი

თეგები: რაგბიჩემპიონატი