ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მთავრობის 2 წლიანი შრომის განხილვა შშმ პირთა გამოფენით გაიხსნა

2 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 30

მთავრობის 2 წლიანი შრომის განხილვა შშმ პირთა გამოფენით გაიხსნა

შშმ პირთა შემოქმედების გამოფენას ორგანიზება იმერეთის გუბერნიამ გაუწია.

მთავრობის 2 წლიანი მუშაობის განხილვა შშმ პირთა გამოფენით დაიწყო. გამოფენაზე 3 სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციალებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.

” სამხარეო ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. არ გვინდოდა დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ შეხვედრად დარჩენილიყო, ამიტომ მოვაწყვეთ გამოფენა და ამით ხვალინდელ დღესაც გამოვეხმაურეთ. ჩვენ გვინდა მათ ხელი შევუწყოთ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.” – განაცხადა იმერეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, სოსო ხახალეიშვილმა.

შშმ პირები დღევანდელ გამოფენას დადებითად აფასებენ: “კარგია, რომ გამოფენა გაიმართა, საზოგადოება გაეცნო ჩვენს ნამუშევრებს, ამასთან ჩვენც მოგვეცა საზოგადოებასთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება”, – განაცხადა ნინო ბარამიძემ.

ხვალ შშმ პირთა საერთაშორის დღე აღინიშნება. ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

თეგები: იმერეთის გუბერნიასოსო ხახალეიშვილიშშმ პირები