ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

3 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 19

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი  განცხადებას ავრცელებს

წყლის მიწოდება საფიჩხიაზე, ტყიბულის ქუჩას შეუწყდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი მოსახლეობას წყლის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს. საფიჩხიის მართვის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 5 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.

“წყლის მიწოდება შეუწყდება ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის (კერძოდ, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან ტყიბულის ქუჩის მე-3 შესახვევამდე) მაცხოვრებლებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი შეფერხებისთვის. ყველა ოჯახს კომპანია ინდივიდუალურად მიაწოდებს ინფორმაციას მოსალოდნელი გათიშვის შესახებ“, -გვითხრა კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ქეთი კიკვიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში წყლით ცისტერნებით მოამარაგებენ.

თეგები: ქეთი კიკვიძექუთაისიწყალი