ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იაპონელებმა წლის ავტომობილი დაასახელეს

19 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 27

იაპონელებმა წლის ავტომობილი დაასახელეს

იაპონელების აზრით, 2014 წლის საუკეთესო ავტომობილი სედანი Mazda6-ია.

იაპონიური პრემია “2014 წლის ავტომობილის” მფლობელი დასახელდა. მას ყოველწლიურად იაპონიის ავტომობილების ექსპერტებისა და ჟურნალისტების ასოციაცია (RJC) ასახელებს.

იაპონელების აზრით, 2014 წლის საუკეთესო ავტომობილი სედანი Mazda6-ია, რომელიც შიდა ბაზარზე იყიდება სახელით – Atenza.

Mazda6-ის მთავარი კონკურენტები კრასოვერი Mitsubishi Outlander PHEV და მსუბუქი ავტომობილი Honda Fit იყვნენ.

ექსპერტებმა სედანი Mazda-ს ეკოლოგიური ბენზინის ძრავი SkyActiv-G და დიზელის SkyActiv-D-ი აღნიშნეს.

იაპონიის პრემია “წლის ავტომობილს” სერიულ ავტომობილებს ანიჭებენ, რომლებიც გაყიდვაში წინა წლის 1-ელი ნოემბრიდან ამა წლის 31 ოქტომბრამდე ჩაეშვა. ნომინაციაში “უცხოური წარმოების საუკეთესო ავტომობილი” ჰეჩბეკმა Volvo V40-მა გაიმარჯვა. წყარო: ambebi.ge

თეგები: ავტომობილიიაპონიაპრემიასაზოგადოება