ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის პოლონეთში ვიზიტი 308 ლარი დაჯდა

6 დეკემბერი, 2014 • ნიუპრესი • 21

ქუთაისის მერის პოლონეთში ვიზიტი 308 ლარი დაჯდა

შოთა მურღულია პოლონეთში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა.

ქუთაისის მერის პოლონეთში ვიზიტი 308 ლარი დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს, შოთა მურღულია პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა.

„ქუთაისის მერი პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ზედა პალატის, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საწარმოთა განვითარების სააგენტოს და მეწარმეთა ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მოხდა პოლონეთის მუნიცვიპალიტეტების დათვალიერება და რეგიონალური განვითარების სააგენტოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. 5 დღიანი ვიზიტი 308ლარი დაჯდა,“ – ნათქვმია პრესსამსახურის განცახდებაში.

თეგები: პოლონეთიქუთაისის მერიაშოთა მურღულია