სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა

23 ივლისი, 2026 • NewPress • 544

სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა, სადაც რკინის კონსტრუქციას აშენებდნენ. კონსტრუქცია ჩამოიშალა და ახალგაზრდა დაშავდა.

21 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

თეგები: უბედური შემთხვევაშრომის უსაფრთხოება