ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

29 ივლისი, 2026 • NewPress • 115

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტს თავისი შედეგების ნახვა შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგერდზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

ცნობისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი.

ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა – 18.

სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა – 16.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.

 

თეგები: აბიტურიენტიერთიანი ეროვნული გამოცდები