ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა Newpress.ge.-სთან საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია თანამდებობიდან მისი დროებით გადადგომის შესახებ. “დილიდან საღამომდე გასაუბრებაზე ვზივარ და არ მინდა ამით საკრებულოში რაიმეს ყურადღება მოაკლდეს, ამიტომ დროებით მოვალეობის შესრულება ჩემს მოადგილეს, ბექა ყანჩელს დავაკისრე. როდესაც გასაუბრების ძირითად ნაწილს გავივლით და ხალხის რაოდენობაც შეთხელდება, ისევ განვაგრძობ ჩვეულ რიტმში საკრებულოში მუშოაბას,”- განაცხადა დვალმა. შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე პარალელურად ქალაქის თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა
9 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 28
საკრებულოს დავით დვალის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს.
თეგები: დავით დვალი • ქუთაისის მერია • ქუთაისის საკრებულო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები