სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.
თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 8.1 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 7.6 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 4.2 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.7 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.5 პროცენტით. ამასთან, ფასების -5.7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.
ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი);
„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება წინა თვესთან შედარებას, საქსტატის ცნობით, ფასები, პირიქით, შემცირებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-12.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (-2.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3 პროცენტი), თევზეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (2.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-6.4 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტობრივ გადასახადსა (2.3 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (1.3 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.