ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ჩატარებულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი მუმლაძე შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სპორტსმენებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.