ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მას შემდეგ დაიწყო, რაც „ტოპრედომ“ აზერბაიჯანულ „ზირასთან“ 3:0 დამარცხდა.
საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ქომაგები მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის წასვლას ითხოვდნენ.
ქომაგების უკმაყოფილება კლუბის მიერ წაგებულმა მატჩებმა გამოიწვია.
როგორც ქომაგები აცხადებენ, კლუბში პრობლემებია და დიდი ხანია მწვრთნელის წასვლას უშედეგოდ ითხოვენ.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კლუბის ადმინისტრაციის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის.
ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი იყო მობილიზებული.
მთავარმა მწვრთნელმა ტერიტორია მათი დახმარებით დატოვა.