ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ქუთაისის  „ტორპედო“ სუპერთასის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

1 ივლისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 1747

ქუთაისის  „ტორპედო“ სუპერთასის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

გამარჯვებულის ვინაობა პენლების სერიაში გაირკვა.

ქუთაისის  „ტორპედო“  სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა,  „ტორპედომ“ „იბერია 1999” დაამარცხა.

ძირითადი დრო ფრედ,  2:2 დასრულდა, –  გოლები ქუთაისელთა მხრიდან კომნენ ანდრიჩმა და გიორგი არაბიძემ გაიტანეს.

ქუთაისელთა კარში კი გოლები „იბერიას 1999″-ის ფეხბურთელებმა  ბედოშვილმა და დადიანმაგაიტანეს, რითაც  ანგარიში გაათანაბრეს.

გამარჯვებულის ვინაობა პენლების სერიაში გაირკვა,   „იბერია 1999“-ის ფეხბურთელებმა 5 , ხოლო „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა 6 თერთმეტმეტრიანი გაიტანეს.

ცნობისთვის, „ტორპედო“ მეოთხედ გახდა სუპერთასის მფლობელი.

 

თეგები: გოლისუპერთასიქუთაისის ტორპედო