ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა – როგორ აფასებენ ქუთაისელები ახალ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს

24 ნოემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25

newpress გამოკითხვა – როგორ აფასებენ ქუთაისელები ახალ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს

“ანგელოზივით კაცია”, – ასეთია ადგილობრივების შეფასება, ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგევლაშვილის მიმართ.

newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 80 ადამიანიდან ყველა აცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ.
ადგილობრივები ახალ პრეზიდენტს, მის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს ადარებენ და ამბობენ, რომ “ისინი ერთმანეთისგან 380 გრადუსით განსხვავდებიან”, – ამბობენ ქუთაისელები.
“ანგელოზივით კაცია”, – ასეთია ადგილობრივების შეფასება გიორგი მარგველაშვილის მიმართ.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტია. ის პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აირჩიეს. მარგველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარე წლის 17 ნომბერს შედგა.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტიპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიქუთაისი