ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რას უპირებენ გარემოვაჭრეებს

16 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 29

რას უპირებენ გარემოვაჭრეებს

პოლიციური მეთოდების მომხრეა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.

გარევაჭრობის საკითხის პოლიციური მეთოდებით გადაჭრის მომხრეა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი. “გარემოვაჭრეთა პრობლემის გადაწყვეტა მოხდება პოლიციის ძალით. მათ აქვთ ამის ბერკეტი. შემოიღონ საჯარიმო სანქციები. ეს შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს მათთვის და ვნებათაღელვა გამოიწვიოს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.”- განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა დღეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრაზე, სადაც უმცირესობის დეპუტატებმა განხილულ საკითხებს შორის გარემოვაჭრეთა თემაც წამოჭრეს. ისინი დაინტერესდნენ როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა, რაზეც პასუხი ბაქარ ჭეიშვმილმა გასცა.

თეგები: ბაქარ ჭეიშვილიგარევაჭრობაქუთაისის მერია