ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

ეკონომიკა • სიახლეები

ეროვნული ბანკი სესხის გაცემის წესს ამკაცრებს

30 სექტემბერი, 2026 • Newpress • 96

ეროვნული ბანკი სესხის გაცემის წესს ამკაცრებს

ეროვნული ბანკი ცვლილებას მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად, გაზრდილი ხელფასებით ხსნის.

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.

კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე.

„ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ეკონომისტების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს სესხის აღება გაუძნელდებათ, რადგან ინფლაციის გამო მათი შემოსავლიდან სესხის დასაფარად მისამართი თანხების ოდენობა პროცენტულად მცირდება.

თეგები: ეროვნული ბანკი • კრედიტი • სესხი