ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ,,თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას მიერ ჩატარებულ აქციას ეხმაურება და მის პერფორმანს საცირკო წარმოდგენას უწოდებს. ,,ბატონი გოგი წულაიას მასხარაობა უკვე ზღვარს გადავიდა, შევეცდებით მომავალში ბაწარიც გავაბათ და იქ ჩაატაროს თავისი საცირკო წარმოდგენები. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი მორგებულია ზუსტად იმ ხალხზე, ვისთვისაც არის შედგენილი. ესენია სოციალურად დაუცველები, შშმ პირები. ბიუჯეტი გათვლილია იმ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება და უნდა განხორციელდეს ინფრსტრუქტური კუთხით, ასევე საბინაო ფონდის შექმნისთვის და იმ მრავალი პროექტისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის კეთდება. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები მილიონ ნახევარი ლარით. ასეთი ბიუჯეტი ამ ქალაქს, მე მგონია, დიდი ხანია არ ქონია” – განაცხადა ჯავახიამ.
ზვიად ჯავახია: “ბატონი გოგი წულაიას მასხარაობა უკვე ზღვარს გადავიდა”
23 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 25
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გოგი წულაიას პასუხობს.
თეგები: გოგი წულაია • ზვიად ჯავახია • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები