ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გალა კონცერტი საჩუქრად

24 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 25

გალა კონცერტი საჩუქრად

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს საჩუქარი გაუკეთა.

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გალა-კონცერტი აჩუქა.

კონცერტი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით წარიმართა. შესრულდა დუეტები და არიები ზ.ფალიაშვილის, ჯ.პუჩინის, ჯ.ვერდის, შ.გუნოს, ა.პონკიელის, ფ.ჩილეას ოპერებიდან.

„ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ზ.ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასმა გადავწყვიტეთ გევჩუქებინა ეს გალა-კონცერტი. მე პირადად ქუთაისელი ვარ, ამ თეატრში ავიდგი ფეხი, ამჟამად თბილისის თეატრის სოლისტი ვარ. დღეს ძალზედ ბედნიერი ვარ, რომ ამ სცენაზე ვდგავარ“,- განაცხადა საოპერო მომღერალმა ხათუნა ჭოხონელიძემ.

საიუბილეო კვირეული 27 დეკემბერს, რ.ლეონკაველოს ოპერა „ჯამბაზებით“ დაიხურება, რომელსაც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოადგენს. სპექტაკლს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურშვილი უდირიჟორებს.

თეგები: ზ.ფალიაშვილითბილისის ოპერაქუთაისის ოპერა