ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი საპატიო ქუთაისელებს შეხვდა

27 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 19

ქუთაისის მერი საპატიო ქუთაისელებს შეხვდა

საპატიო მოქალაქეებს ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

ქუთაისის მერი საპატიო ქუთაისელებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა “საზოგადოება ქუთაისელების” წარმომადგენლებისაგან სამომავლო გეგმები და წინადადებები მოისმინა. შეხვედრაზე ყურადღება თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილეს.
ქუთაისის მერმა საპატიო მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ფულადი ჯილდოები გადასცა.
“საპატიო მოქალაქეებს დიდი ამაგი აქვთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივულოცეთ დამდეგი ახალი წელი, სიმბოლურად გადავეცით თანხა, რომ ღირსეულად შეხვდნენ ახალ წელს,”- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
შეხვედრა შეაფასეს ქუთაისის საპატიო მოქალაქეებმა.
“მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მითუმეტეს, რომ ქუთაისი საერთო სატკივარია. რაც შეეხება წახალისებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საპატიო მოქალაქეობით სიმდიდრე არავის მოუხვეჭავს, ამიტომ უწევთ იმით დაკმაყოფილება, რაც აქვთ,”- აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.
ქუთაისის გარდაცვლილი საპატიო მოქალაქეების ოჯახები საჩუქრებს მოგვიანებით მიიღებენ.

თეგები: საპატიო ქუთაისელებიქუთაისის მერიაშოთა მურღულია