ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზვიად ჯავახია: “პოლონეთში მხოლოდ ხელის ჩამოსართმევად არ ვყოფილვარ”

29 დეკემბერი, 2014 • ანა ჯიქია • 31

ზვიად ჯავახია: “პოლონეთში  მხოლოდ ხელის ჩამოსართმევად არ ვყოფილვარ”

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გია გოქაძის განცხადებას ეხმაურება.

ქუთაისის მერიის ადმინისრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს დამფუძნებლის, გია გოქაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იგი პოლონეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ხელის ჩამოსართმევად არ ყოფილა. ” ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პოლონეთის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობოს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით მოხდება თანამშრომელთა და ინსტრუქტორთა, ტრენერთა გადამზადება, ერთობლივი მოკლე და გრძელვადიანი სატრენინგო პროგრამების შემუშავება, საჯარო და ადგილობრივი თვითმმართელობის მოხელეთათვის ერთობლივი კონფერენციების და გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ამიტომ მე ამ შეხვედრაზე უნდა ვყოფილივავი”, – აღნიშნა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ის გოქაძის განცხადებას არ პასუხობს. როგორც ქალაქის საკრებულოდან “ნიუპრესს” განუცხადეს, არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

თეგები: გია გოქაძეზვიად ჯავახიაქუთაისის მერია