წინასაახალწლოდ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს შეხვდა. ,,საახალწლოდ ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად სასახელო ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდით. 45 ბავშვს გადავეცით ფულადი ჯილდო. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა ოლიმპიადებზე ჩვენს ქალაქს მოუტანეს ღირსება და დამსახურება”, – განაცხადა მურღულიამ. შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ სკოლის მოსწავლეები და თავის მხრივ, ქუთაისის მერიას მადლობა გადაუხადეს. ,,დღეს ქალაქ ქუთაისის მერიამ გვიმასპინძლა, მე პირადად ვარ ნომერ 41-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და გავიმარჯვე საგამომგონებლო ოლიმპიადაში, აღებული მაქვს ოქროს მედალი”,- განაცხადა ქრისტინე ღინდიბიძემ.
ოლიმპიადებში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერმა დაასაჩუქრა
30 დეკემბერი, 2014 • გიგა გელხვიიძე • 29
შოთა მურღულია სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა.
თეგები: სკოლები • ქუთაისის მერია • შოთა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები