ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერმა 2015 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა

2 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 23

ქუთაისის მერმა 2015 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა

ქუთაისის თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 5000 ლარი გამოყო, რომელიც ახალ წელს დაბადებულ ახალშობილებზე გადანაწილდება.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პირველი ქუთაისელი ახალშობილი მოინახულა და დასაჩუქრა. 2015 წლის პირველი ქუთაისელი ლუკა კაცაძეა. ახალშობილის დედას, ნონა კაცაძეს ქალაქის მერმა საახალწლო ნობათი გადასცა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 5 000 ლარი გამოყო, რომელიც პირველ იანვარს დაბადებულ ახალშობილებზე გადანაწილდება.
„პირველი ქუთაისელი სიმბოლურად დავასაჩუქრეთ, თუმცა საჩუქარს მიიღებს ყველა ახალშობილი ქუთაისელი, რომელიც უკვე დაიბადა და დღის ბოლომდე დაიბადება. თითოეული ბავშვის დაბადება ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიხარულია“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

თეგები: ქუთაისიქუთაისის მერიაშოთა მურღულია