ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმატებულ, ფრიადოსან მოსწავლეებს შობა -ახალი წელი მიულოცეს. მათ საჩუქრად კომპიუტერი და საახალწლო ნობათი გადასცეს.
ია კვინიკაძე 24-ე საჯარო სკოლაში მერვე კლასელია, მხოლოდ დედა ჰყავს და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მან საკუთარი სურვილი სკოლის და მერიის პრესსამსახურის facebook-გვერდზე ატვირთა. ასევე facebook გვერდზე ატვირთა საკუთარი სურვილი მე-17-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა გოჩიაშვილმა. ის სოციალურად დაუცველია, ფრიადოსანია და მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობს.
ქუთაისში წარმატებულ მოსწავლეებს შობა -ახალი წელი მიულოცეს
2 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 21
სოციალურად დაუცველი ოჯახების ფრიადოსან მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.
თეგები: დავით დვალი • ქუთაისის მერია • შოთა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები