სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საფეხბურთო მატჩის დროს სამი ფეხბურთელი დაიღუპა

5 იანვარი, 2015 • ასმათ ყურაშვილი • 31

საფეხბურთო მატჩის დროს სამი ფეხბურთელი დაიღუპა

აფეთქება საფეხბურთო მატჩის მსვლელობის დროს მოხდა, რის შედეგადაც სამი ფეხბურთელი დაიღუპა.

პაკისტანში საფეხბურთო მატჩის მსვლელობის დროს აფეთქება მოხდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ფეხბურთელი, ხოლო თერთმეტმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ „NDTV“ იუწყება.

სამართალდამცველების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ კალაიაში ამოქმედდა, სადაც ფრენბურთისა და ფეხბურთის მატჩები მიმდინარეობდა. ჯერჯერობით აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის შეფასებით, კალაიაში მომხდარი აფეთქება 2015 წელს პირველი ფართომასშტაბიანი ტერაქტია პაკისტანში. მისივე თქმით, მთავრობა ტერორიზმის აღმოფხვრისთვის უკვე გეგმავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს.

თეგები: ნავაზ შარიფიტერაქტი