ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი მოსწავლეები ყაზახეთში, საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ

10 იანვარი, 2015 • ანა ჯიქია • 17

ქუთაისელი  მოსწავლეები ყაზახეთში,  საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ

41–ე სკოლის შვიდი მოსწავლის მგზავრობას მერია დააფინასებს.

ქუთაისელი მოსწავლეები ყაზახეთში, საერთაშორისო ოლიომპიადაში მონაწილობას მიიღეებენ. ოლიმპიადა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში ტარდება. საერთაშორისო ტურნირის გამართვამდე მოსწავლეებმა შესარჩევი ტურები გაიარეს. ყაზახეთში ქუთაისის 41-ე სკოლის 7 მოსწავლე გაემგზავრება. 3 მათემატიკის, 2 ინფორმატიკის და 2 ფიზიკის ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ქალაქის მერი შოთა მურღულია მოსწავლეებს შეხვდა. მისი თქმით, მოსწავლეების მგზავრობას ქალაქის მერია დააფინანსებს: “საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრებიან ჩვენი მოსწავლეები. ეს უკვე მეოთხედ ხდება. ქალაქმა ხელი შეუწყო მათ და დააფინანსა მათი მგზავრობის ხარჯები. მიხარია, რომ ისინი წარმატებულები არიან. განთლების სფეროში დახარჟული თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ. ქუთაისელი მოწავლეები ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადაზე, ყაზახეთში ერთი კვირით გაემგზავრებიან. ოლიმპიადა ტრადიციულია და წელს მეთერთმეტედ ტარდება. მასში მოანწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მიიღებს.

თეგები: 41–ე სკოლასაერთაშორისო ოლიომპიადაქუთაისის მერია