შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მამა ილია კარტოზიას 20 იანვარს მცხეთაში დაკრძალავენ

17 იანვარი, 2015 • ნიუპრესი • 44

მამა ილია კარტოზიას 20 იანვარს მცხეთაში დაკრძალავენ

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტის ცხედარს ბარიდან თბილისის აეროპორტში ხვალ ჩამოასვენებენ.

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტის, ილია კარტოზიას ცხედარს ბარიდან თბილისის აეროპორტში ხვალ, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ და იმავე საღამოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პრეცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ, მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.
დაკრძალვის ცერემონია 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. წყარო: interpressnews.ge

თეგები: ილია კარტოზია • მცხეთა • ჩამოსვენება